ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: აზერბაიჯანიდან ოქროს და ბრილიანტის ნივთები უკანონოდ შემოჰქონდათ

18 ივნისი, 2016 • 1286
საგამოძიებო სამსახური: აზერბაიჯანიდან ოქროს და ბრილიანტის ნივთები უკანონოდ შემოჰქონდათ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად 33 000 ლარის ღირებულების ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე, ანარ მ. დააკავეს.

“ბრალდებულმა აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“ გავლით უკანონოდ შემოიტანა არადეკლარირებული უმაღლესი სინჯის ოქროს ნაკეთობები და ბრილიანტისგან დამზადებული საიუველირო ნაწარმი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 33 000 ლარს. საგამოძიებო სამსახურმა ანარ მამადოვი სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას დააკავა,”- აღნიშნულია განცხადებაში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით (საბაჟო წესის დარღვევა), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი