ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრი თომას ჰამერბერგს შეხვდა

17 ივნისი, 2016 • 1578
საგარეო საქმეთა მინისტრი თომას ჰამერბერგს შეხვდა

2016 წლის 17 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტს, თომას ჰამერბერგს შეხვდა. ინფორმაცის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადების თანახმად, შეხვედრაზე თომას ჰამერბერგმა ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში მისი სტუმრობისა და ადგილზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარების თაობაზე:

“მინისტრმა საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სოფელ ხურჩაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ მკვლელობაზე. მან ხაზი გაუსვა ბრალდებული პირის დაუყოვნებლივ დაკავების აუცილებლობას, რათა თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი პროვოკაცია და ვითარების შემდგომი ესკალაცია. თომას ჰამერბერგმა აღნიშნა, რომ 19 მაისს მომხდარი მკვლელობა ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება მის მიერ აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასებაში,”- წერია განცხადებაში.

თომას ჰამერბერგი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის დავალებით, დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში, შეაფასებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებას. ამისათვის იგი უკვე მეორე ვიზიტით ეწვია საქართველოს, რომლის ფარგლებშიც გაიმართა რიგი შეხვედრები თბილისში, ზუგდიდში, გალში და სოხუმში. ვიზიტის ფარგლებში თომას ჰამერბერგი შეხვდა საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მისია ემსახურება ჰუმანიტარულ მიზნებს და ხორციელდება ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი