ახალი ამბები

კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლის აქციზური მარკის გარეშე გაყიდვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

17 ივნისი, 2016 • 1266
კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლის აქციზური მარკის გარეშე გაყიდვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, ორი პირია. მ. და დ. გ. დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში მდებარე კუსტარულად მოწყობილ საამქროში დაამზადეს დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი და შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე, ალკოჰოლზე ტურისტული სეზონით გამოწვეული გაზრდილი მოთხოვნის გამო 5 000 ლარად განახორციელეს მისი რეალიზაცია სავაჭრო და საკვებ ობიექტებში.

საქმეზე მიდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე – 200 – ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი