ახალი ამბები

პრეზიდენტი რუსთავში ჩავიდა

21 იანვარი, 2012 • 1567
პრეზიდენტი რუსთავში ჩავიდა

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს რუსთავში ჩავიდა, სადაც მშენებარე სასტუმრო მოინახულა.

სამვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა რუსთავის შესასვლელში წლის ბოლოს დასრულდება. შენობა ცხრასართულიანი იქნება და 70 ნომერს მოიცავს. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „გრანდ ვეჯინი“ აწარმოებს.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, რომლებთანაც მათ ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი