დღეს ფონიჭალაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება არ დაწყებულა.
საცხოვრებელი ფართი დაიწვა დღეს გამთენიისას დიღომშიც. ადგილზე 5 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი მამაკაცი.