ახალი ამბებირეკლამა

„გალტ & თაგარტმა“ საქართველოში პირველად დსთ-ს, ბალტიის და კავკასიის ქვეყნების ობლიგაციების კონგრესს უმასპინძლა

16 ივნისი, 2016 • 1875
„გალტ & თაგარტმა“ საქართველოში პირველად  დსთ-ს, ბალტიის და კავკასიის ქვეყნების ობლიგაციების კონგრესს უმასპინძლა

სს „გალტ & თაგარტის“ („გალტ & თაგარტი“) მხარდაჭერით საქართველოში პირველად ობლიგაციების შესახებ დსთ-ს, ბალტიის და კავკასიის ქვეყნების რიგით XIII საერთაშორისო კონგრესი მოეწყო.

კომპანია Cbonds-ის კონგრესი ობლიგაციების შესახებ წარმოადგენს წამყვან ღონისძიებას, სადაც განიხილება ობლიგაციების საშინაო ბაზრების განვითარების საკითხები დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნებში, ასევე, განვითარებადი ბაზრების (Emerging Markets) ევროობლიგაციების ბაზრების საკითხები. კონგრესის მონაწილეები იმსჯელებენ განვითარებადი ქვეყნების ობლიგაციების ბაზრების მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე. მათ შორის:  

    • საქართველოს ეკონომიკური განვითარება, ფინანსური სისტემა და ობლიგაციების ბაზარი;
    • მაკროეკონომიკური განვითარება და საფინანსო ბაზრების პერსპექტივები;
    • ევროობლიგაციების ბაზარი;
    • ინვესტორების დისკუსია;
    • თემატური სექციები ცალკეული ქვეყნების მიხედვით: აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, სომხეთის, რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ბელორუსიის ობლიგაციების ბაზრები.  

„საქართველოში, სასესხო კაპიტალის ბაზარის განვითარებაში გალტ & თაგარტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ქართულ კომპანიებს, რომელთაც ძლიერი კორპორაციული მმართველობა აქვს, გალტ & თაგარტის აქტიური მხარდაჭერით, შესაძლებლობას აძლევს მოახდინონ დაფინანსების  სტრუქტურის დივერსიფიკაცია, კორპორატიული ობლიგაციებიდან ფულის მოზიდვის საშუალებით.

გალტ & თაგარტმა წარმატებით მოიზიდა 114 მილიონი ლარში დენომინირებული და 60 მილიონი აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციები, ქართული კორპორაციებისთვის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის 2014-2015 წლების განმავლობაში.

ბოლოდროინდელი აქტივობის და მოვლენათა განვითარების შედეგად, სასესხო კაპიტალის ქართული ბაზარი კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ის ფაქტი, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს დსთ-ს, ბალტიის ქვეყნების და კავკასიის კონგრესს ობლიგაციების შესახებ, რომელიც წინა წლებში დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სხვადასხვა ქალაქებში იმართებოდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მნიშვნელობას. ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს ქართულ სასესხო ბაზრებში და განვაგრძობთ მათ მხარდაჭერას. ჩვენ ასევე ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი რეგიონის და კონკრეტულად საქართველოს მიმართ მომავალშიც გაიზრდება“ განაცხადა გალტ & თაგარტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გაჩეჩილაძემ.

ალტ & თაგარტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძე, ფოტო: საქართველოს ბანკი

ალტ & თაგარტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძე, ფოტო: საქართველოს ბანკი

 

ობლიგაციების შესახებ 2 დღიან კონგრესში მონაწილეობას მიიღებს 200 დელეგატი 14 სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის: ბანკები, წამყვანი საინვესტიციო კომპანიები, ემიტენტები და ინფრასტრუქტურული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი