ახალი ამბები

რუსთავში ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით კირკიტაძეა

16 ივნისი, 2016 • 1295
რუსთავში ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით კირკიტაძეა

ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო არჩევნებისთვის რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატად ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე დაასახელა.

რუსთავში ამომრჩევლისათვის კირკიტაძე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს უნდა წარედგინა, თუმცა პრეზენტაცია უამინდობის გამო გადაიდო.

“ამ შემართებით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა კირკიტაძემ.

დავით კირკიტაძემ დაამთავრა საქართველოს სპორტისა და ფიზიკური აღზრდის აკადემია; თბილისის იურიდიული ფსიქოლოგიის ინსტიტუტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2000 წელს.

2001 წელს იყო ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი; 2003-2004წწ. ქ თბილისის მერიის სპორტისა და ტურიზმის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე. იყო პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ამის შემდეგ- ქვემო ქართლის გუბერნატორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი