ახალი ამბები

BBC: პარიზი-კაიროს რეისის დროს დაკარგული თვითმფრინავის ნაწილები იპოვეს

16 ივნისი, 2016 • 1547
BBC: პარიზი-კაიროს რეისის დროს დაკარგული თვითმფრინავის ნაწილები იპოვეს

EgyptAir-ის დაკაგული თვითმრინავის ნამსხვრევები იპოვეს. თვითმფრინავს, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ განიცადა კატასტროფა, ხმელთაშუა ზღვაში ეძებდნენ.  ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია თვითმფრინავის კორპუსის ნაწილების უმეტესობის ადგილმდებარეობა. ხომალდმა, რომელიც თვითმფრინავს ზღვის სიღრმეში ეძებდა, ნამსხვრევების პირველი ფოტოც გამოგზავნა.

საერთაშორისო მედიის ცნობით, “Airbus A320” თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში კაიროს დროით 2:45 საათზე გაუჩინარდა.

ბორტზე 56 მგზავრი, მათ შორის ბავშვები, ეკიპაჟის 7 წევრი და პირი იმყოფებოდა უსაფთხოების სამსახურიდან. ავიაკომპანიის თქმით, მგზავრების უმეტესობა საფრანგეთის და ეგვიპტის მოქალაქეები იყვნენ, თუმცა ბორტზე სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი