ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბს ნიკა მელია უხელმძღვანელებს

16 ივნისი, 2016 • 1622
ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბს ნიკა მელია უხელმძღვანელებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბს ნიკა მელია უხელმძღვანელებს. შტაბის ხელმძღვანელად იგი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა,  პარტიის ახალმა წევრმა,  სერგი კაპანაძემ და დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან დავით ბაქრაძემ წარადგინეს.

“რომ ვთქვა, ეს საპასუხისმგებლო არ არის-მეთქი, ტყუილი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, იყო იმ გუნდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, რომელსაც ხელისუფებაში მოსვლის ამბიცია აქვს. ნაციონალური მოძროაბა ყველა დონეზე გადახალისდა და ახალი გუნდითაა წარმოდგენილი, მაგრამ მთავარია განახლება ხედვისა და იდეების დონეზე. მოხალისეების ინსტიტუტი, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი, ძალიან მნიშვენლოვანია. ჩვენ გვჭირდება ბევრი ახალი ენერგია გარედან და ბევრი ადამიანი, ვინც ქვეყნის განვითარების ფერხულში ჩაებმება”, – განაცხადა ნიკა მელიამ 15 ივნისს.

15 ივნისს გაიმართა პარტიის ახალი პროექტის – “გახდი მოხალისე” პრეზენტაციაც. პარტიის წევრები იმ მოხალისეებს შეხვდნენ, ვინც წინასაარჩევნო პროცესებში სრულად ჩაერთვებიან და მონაწილეობას მიიღებენ ყველა ღონისძიებაში.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი