ახალი ამბები

ესთეტიკური ხელოვნების მასწავლებლებს ახალი გამოცდების ჩაბარება მოუწევთ

19 იანვარი, 2012 • 1172
ესთეტიკური ხელოვნების მასწავლებლებს ახალი გამოცდების ჩაბარება მოუწევთ

ესთეტიკური აღზრდის პედაგოგებს ახალი გამოცდების ჩაბარება მოუწევთ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა, სპეციალურ კომისისთან ერთად მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებს შეხვდნენ.

შეხვედრა საგნობრივი საგამოცდო პროგრამის მომზადების მიზნით ჩატარდა.

აქამდე ამ პროფილის პედაგოგებს მხოლოდ პროფესიული უნარების ტესტის გავლა სჭირდებოდათ სერთიფიკატის მოსაპოვებლად, მომავალში კი ისინი დამატებით ორ სავალდებულო გამოცდას ჩააბარებენ საგნობრივი კუთხით.

სპეციალურ საგამოცდო პროგრამას ესთეტიკური აღზრდის პედაგოგები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებთან ერთად მოამზადებენ.

“სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის მიმართულების პედაგოგების საგნობრივ ნაწილში გადამზადებას და  საგამოცდოდ  მათ მომზადებას უზრუნველყოფს”, – აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე.

გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პედაგოგები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი