ახალი ამბები

ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

15 ივნისი, 2016 • 1306
ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ფალსიფიკაციისა და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე შპს “ფასანაური 2010”-ის დირექტორი ი. ბ. და ი/მ „თეონა ბუხრაძის“ ხელმძღვანელი, ნ. ბ. საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სანიტარული ნორმების დარღვევით კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში ახდენდნენ ჯანმრთელობისათვის საშიში, ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების – კატლეტის, აფხაზურას, ხინკლის, ტოლმას, ბლინის, ფარშისა და ქაბაბის დამზადებას და შემდგომში მის რეალიზაციას.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე და 198-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს სასჯელს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი