ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აქცია ერევანში სომხეთისა და რუსეთის ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნის წინააღმდეგ

14 ივნისი, 2016 • 1571
აქცია ერევანში სომხეთისა და რუსეთის ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნის წინააღმდეგ

სომხეთსა და რუსეთს შორის ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნის წინააღმდეგ სომხეთის დედაქალაქში, პარლამენტის შენობასთან, 13 ივნისს რამდენიმე ათეულმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. ინფორმაციას სომხური და რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.

აქცია მაშინ დაიწყო, როდესაც სომხეთის პარლამენტი ამ შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ მსჯელობდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ეკავათ პალკატები წარწერებით: “არც მიწებს დავთმობთ, არც ჰაერს”, “არ გვჯერა პერმაკოვის არმიის”, “მორიგი ღალატი”.

აქციის მონაწილეები რუსეთთან აღნიშნული შეთანხმების გაფორმებას სტრატეგიულ შეცდომად მიიჩევენ და აცხადებენ, რომ მასზე ხელმოწერით სომხეთი თავის საჰაერო სივრცეზე კონტროლს დაკარგავს და, შესაბამისად, ეს მთიან ყარაბაღსაც საფრთხეს შეუქმნის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვა პოზიცია აქვს სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ამ შეთანხმებით სომხეთის შესაძლებლობები მხოლოდ გაიზრდება.

აქცია რუსეთის საელჩოსთან ერევანში; 13.04.2016; ფოტო: ნეტგაზეთი/მარუტ ვანიანი

აქცია რუსეთის საელჩოსთან ერევანში; 13.04.2016; ფოტო: ნეტგაზეთი/მარუტ ვანიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი