ახალი ამბები

აშშ–ის პრეზიდენტობის კანდიდატის სკანდალური განცხადება თურქეთზე

18 იანვარი, 2012 • • 956
აშშ–ის პრეზიდენტობის კანდიდატის სკანდალური განცხადება თურქეთზე

აშშ–ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი, ტეხასის გუბერნატორი რიკ პერი ეჭვით უყურებს  ნატოში თურქეთის წევრობას და აღნიშნავს, რომ თურქეთი ისლამი ტერორისტების მიერ იმართება.


აღნიშნულის შესახებ პერიმ სამხრეთ კაროლინაში წინასაარჩევნო საპრეზიდენტო დებატების დროს განაცხადა. დებატები ტელეკომპანია “ფოქს ნიუსით” გადაიცემოდა.

“ცხადია, როდესაც ქვეყანა იმართება ისლამი ტერორისტების მიერ, როდესაც ვხედავთ, თუ როგორ მოქმედებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, მაშინ, დიახ, არა მარტო იმაზე უნდა დავიწყოთ საუბარი, თურქეთი იყოს ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსის წევრი, არამედ დროა აშშ–მა ყველანაირი დახმარება შეუჩეროს თურქეთს,” – აღნიშნა პერიმ Fox News-ის დებატებზე.

რესპუბლიკელი კანდიდატის აღნიშნულ განცხადებას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და პერის ბრალდებებს სრულიად უსაფუძვლო და შეუსაბამო უწოდა.

“იმ პირებს, რომელთაც აშშ–ის პრეზიდენტობა სურთ, მოეთხოვებათ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, რადგანაც აშშ–ის პრეზიდენტობა მოითხოვს გლობალური საკითხების სიღრმისეულ ცოდნას და სიფრთხილეს განცხადებების გაკეთებისას. . . როდესაც თურქეთი ნატოს წევრი გახდა, მაშინ ბატონი გუბერნატორი მხოლოდ 2 წლის იქნებოდა. .  აშშ–მ დრო არ უნდა დაკარგოს ისეთ კანდიდატებზე, რომლებმაც არ იციან ქვეყნის მოკავშირეების ფასი” – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი