ახალი ამბები

ობამა სააკაშვილს 30 იანვარს შეხვდება

18 იანვარი, 2012 • • 959
ობამა სააკაშვილს 30 იანვარს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიხეილ სააკაშვილს 30 იანვარს შეხვდება. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით,  შეხვედრაზე  პრეზიდენტები განიხილავენ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის განმტკიცებას ვაჭრობის,  ენერგეტიკის, ტურიზმის, განათლების, მეცნიერებისა და უსაფრთხოების სფეროში.

თეთრი სახლის ცნობით, ბარაკ ობამა ხაზს გასუვამს აშშ-საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობას თავდაცვის სფეროში, მათ შორის საქართველოს წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციაში ავღანეთში. პრეზიდენტი ობამა ასევე მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

სააკაშვილთან  შეხვედრისას ბარაკ ობამა ასევე მოელის საუბარს მომავალ არჩევნებსა და იმ რეფორმებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ საქრთველოს გარდაქმნას დემოკრატიულ და სტაბილურ სახელმწიფოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი