ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, ლაზიკას მშენებლობისთვის ჭაობის დაშრობა იწყება

17 იანვარი, 2012 • 1143
სააკაშვილის თქმით, ლაზიკას მშენებლობისთვის ჭაობის დაშრობა იწყება

კოლხეთის ეროვნული პარკი
კოლხეთის ეროვნული პარკი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რამდენიმე დღეში დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები ლაზიკას მშენებლობისათვის.

ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა დღეს, მარტვილში ახალი საავადმყოფოს გახსისას განაცხადა.

“რამდენიმე დღეში ლაზიკასათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე შევა მძიმე ტექნიკა და დაიწყება ჭაობების დაშრობა”.

პრეზიდენტის თქმით, სამეგრელოში მრავალი პროექტი ხორციელდება, ვითარდება ფოთი და ანაკლია, დაიწყება ლაზიკას მშენებლობა, რასაც “ბევრი სკეპტიკურად უყურებს”. სააკაშვილის განმარტებით, ახალი ქალაქი მისი „ფანტაზიის ნაყოფი“ კი არ არის, არამედ საჭიროა კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად. „შავიზღვისპირეთში არის რამდენიმე ათეული კილომეტრი, რომელიც ჯერ კიდევ არის გამოუყენებელი და ის უნდა ავამუშაოთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მარტვილში, სადაც დღეს ახალი საავადმყოფო გახსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი