ახალი ამბებისაზოგადოება

სოლიდარობის აქციები ორლანდოში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად

13 ივნისი, 2016 • 1515
სოლიდარობის აქციები ორლანდოში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად

დღეს, 20:00 საათზე თბილისში, ამერიკის საელჩოსთან  სოლიდარობის აქცია გაიმართება. მოქალაქეები პატივს მიაგებენ აშშ-ის ფლორიდის შტატში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას:

“ჩვენ გვსურს, მივუსამძიმროთ დაღუპული ადამიანების ოჯახებს და ვუთხრათ ლგბტ თემის წარმომადგენლებს ამერიკაში, საქართველოსა და მსოფლიოს ყველა კუთხეში, რომ ადამიანის სექსუალური ორიენტაცია არ შეიძლება იყოს მათი დისკრიმინაციის და განსაკუთრებით კი, სიცოცხლის ხელყოფის მიზეზი” – ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

ორლანდოში გუშინ  გეიკლუბზე მომხდარ თავდასხმას 50 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 53 კი  დაიჭრა. შემთხვევა ამერიკის უახლეს ისტორიაში ყველაზე სისხლიან შეიარაღებულ თავდასხმად დასახელდა. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, თავდასხმას უკვე მიენიჭა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია.

FBI ვარაუდობს, რომ თავდამსხმელს შესაძლოა ისლამურ მილიტარისტულ დაჯგუფებებთან ჰქონდა კავშირი.

ტერორისტული დაჯგუფების “ისლამური სახელმწიფო”, საინფორმაციო სააგენტო “ამაქის” ცნობით, ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოს ღამის კლუბში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას  იღებს. ინფორმაციას ამის შესახებ “როიტერი” ავრცელებს.

ფლორიდაში დაღუპულებს სოლიდარობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები უცხადებენ, დაღუპულთა ხსოვნას პატივი სხვადასხვა ქალაქში მიაგეს:

გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი სიდნეიში მიაგეს 13.06.16 ფოტო: EPA/DAN HIMBRECHTS

გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი სიდნეიში მიაგეს 13.06.16 ფოტო: EPA/DAN HIMBRECHTS

 

სოლიდარობის ნიშნად ცისარტყელის ფერებში განათდა შენობები სიდნეიში 13.06.16 ფოტო: EPA/SAM MOOY

სოლიდარობის ნიშნად ცისარტყელის ფერებში განათდა შენობები სიდნეიში 13.06.16 ფოტო: EPA/SAM MOOY

სოლიდარობის ნიშნად ადამიანები შეიკრიბნენ ბერლინშიც 13.06.16 ფოტო: EPA/KAY NIETFELD

სოლიდარობის ნიშნად ადამიანები შეიკრიბნენ ბერლინშიც 13.06.16 ფოტო: EPA/KAY NIETFELD

მწუხარება გამოხატეს ჰონგ-კონგშიც 13.06.16 ფოტო:EPA/JEROME FAVRE

მწუხარება გამოხატეს ჰონგ-კონგშიც 13.06.16 ფოტო:EPA/JEROME FAVRE

დაღუპულებს გლოვობენ პარიზშიც 13.06.16 ფოტო:EPA/JEREMY LEMPIN

დაღუპულებს გლოვობენ პარიზშიც 13.06.16 ფოტო:EPA/JEREMY LEMPIN

მასალების გადაბეჭდვის წესი