ახალი ამბები

უსუფაშვილი 13 ივნისზე: იმედი მაქვს, მერია ბოლომდე მიიყვანს ყველა დაწყებულ საქმეს

13 ივნისი, 2016 • 1548
უსუფაშვილი 13 ივნისზე: იმედი მაქვს, მერია ბოლომდე მიიყვანს ყველა დაწყებულ საქმეს

დღეს, 13 ივნისს დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 2015 წლის 13 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შეახებ ისაუბრა და გარდაცვლილთა ოჯახებს პარლამენტის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა:

“თქვენი სახელით კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ეს იყო დიდი ტრაგედია, რომელმაც ძალიან ბევრი  რამ გამოავლინა. გამოავლინა დიდი პრობლემებიც, რომელიც გადასაჭრელი გვაქვს ადამიანისთვის უსაფრთხო გარემოს, საცხოვრისის შესაქმნელად, და დღე, რომელმაც გამოავლინა დიდი ეროვნული სოლიდარობა, რომელიც იმ დღეებში ვნახეთ, და საერთაშორისო სოლიდარობაც, რომელიც მაშინ ძალიან მკაფიოდ ვიგრძენით მეგობარი ქვყენებისგან. საერთო ძალისხმევით ბევრი რამ დაძლეულია. იმედი მაქვს, ქალაქის მერია, სხვა შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც უზარმაზარი სამუშაო გაწიეს უკვე ამ მიმართულებით, ბოლომდე მიიყვანენ ყველა დაწყებულ საქმეს,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 2 ადამიანი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სხვადასხვა სახის ზარალი 1041 ადამიანს მიადგა.   ამ დრომდე სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად 90 მლნ ლარამდე დაიხარჯა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი