ახალი ამბები

სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით ასპინძის საკრებულოს დეპუტატი დააკავა

13 ივნისი, 2016 • 1512
სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით ასპინძის საკრებულოს დეპუტატი დააკავა

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, საბიუჯეტო-საფინანსო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე თემურ პლაჭიაშვილი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ პლაჭიაშვილმა კანონით გათვალისწინებული პროცედურების გვერდის ავლით სახელმწიფოს კუთვნილი 150 ჰა. მიწის ფართობის დროებით სარგებლობაში გადაცემისა და შემდგომი მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3000 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით, თემურ პლაჭიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი