ახალი ამბები

სტატია რადიო “სვობოდაზე” ნატოს სწავლებებში საქართველოს მონაწილეობაზე წაშლილია

11 ივნისი, 2016 • 1370
სტატია რადიო “სვობოდაზე”  ნატოს სწავლებებში საქართველოს მონაწილეობაზე წაშლილია

რადიო “თავისუფლების” რუსულმა სამსახურის ვებგვერდზე ხელმისაწვდომი აღარ არის სტატია “ანაკონდა -2016” -ში ქართული სამხედრო ასეულის მონაწილეობის საკითხზე , რომელიც საქართველოში დისკუსიის საგანი გახდა.

საუბარია პოლონოთში მიმდინარე მასშტაბურ საერთსაშორისო სამხედრო წვრთნებზე, რომელშიც ნატოს წევრი და მისი პარტნიორი ქვეყნების 30 ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს.

“ANAKONDA-16”-ში ნატოს წევრ სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეით ასეულს.

რადიო “თავისუფლების” რუსული ბიურო ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუსწყებოდა, რომ საქართველოს ბრიუსელეიდან ურჩიეს, თავი შეეკავებინა წვრთნაში მონაწილეობისაგან, რათა ვარშავის სამიტამდე მოსკოვის დამატებითი გაღიზიანება არ გამოეწვია.

Screen Shot 2016-06-11 at 3.44.50 AM

ეს სტატია ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის. წაშლის მიზეზები რადიოს სტატიის ლინკზე მითითებული არა აქვს.

9 ივნისს თავდაცვის სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მიზეზი  შეიარაღებულ ჯარებში გავრცელებული ინფექციური დაავადება “ჩუტყვავილაა”. 10 ივნისს ამ თემას პრეზიდენტიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ახსნა-განმარტებას მოსთხოვს.

10 ივნისს პრეზიდენტს უპასუხა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და განაცხადა, რომ თემაზე დისკუსია “რუსული პროპაგანდის სცენარით” მიმდინარეობს. მან განმარტა, რატომ არ მიიღო საქართველოს სამხედრო ასეულმა მონაწილეობა წვრთნებში.

“ყველას მინდა ვთხოვო, განსაკუთრებით მედიას, და ამ თვალსაზრისით ნამდვილად გაუგებარი იყო რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ინფორმაცია, ნუ ჩავეწერებით რუსულ პროპაგანდაში და შევქმნით პრობლემას იქ, სადაც ის არ არსებობს”, -განაცხადა ხიდაშელმა.

რადიო “თავისუფლების” რუსულმა სამსახურის ვებ გვერდზე ხელმისაწვდომი აღარ არის სტატია

რადიო “თავისუფლების” რუსულმა სამსახურის ვებ გვერდზე ხელმისაწვდომი აღარ არის სტატია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი