ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზის სიჩქარე 120კმ/სთ–მდე იზრდება

16 იანვარი, 2012 • 1641
საქართველოს რკინიგზის სიჩქარე 120კმ/სთ–მდე იზრდება

დღეიდან საქართველოს რკინიგზა პირველად არსებობის ისტორიაში მაქსიმალურ სიჩქარეს, 120კმ. საათს, განავითარებს.

ცვლილებები ინფრასტრუქტურული პროექტის, “სწრაფი რკინიგზის”, ფარგლებში მიმდინარეობს.

აჩქარების შედეგად თბილისი–ფოთის მარშრუტის ხანგრძლივობა 4 საათსა და 45 წუთამდე შემცირდება, თბილისიდან ბათუმამდე ჩასვლას კი 5 საათი და 15 წუთი დასჭირდება. პროექტ “სწრაფი რკინიგზის” დასრულების შემდეგ კი, რომელიც შემოვლითი რკინიგზის გაკეთებას გულისხმობს, თბილისი–ბათუმის მონაკვეთის დაფარვა 3 საათში იქნება შესაძლებელი.

როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, ასევე განხორციელდება პროექტი “ერთი დღით საქართველოს კურორტებზე”, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა კურორტზე გაემგზავრონ და დაბრუნდნენ ერთ დღეში.

პროექტის ფარგლებში 2012 წლიდან 5 ახლადშეძენილი ელექტრომატარებელი შემოვა.

საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორის, გიორგი გურგენიძის განცხადებით, პროექტი “სწრაფი რკინიგზა” 2013 წლისთვის დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი