ახალი ამბები

სკოლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება

10 ივნისი, 2016 • 1305
სკოლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება

დღეს, 10 ივნისს მესამე და საბოლოო მოსმენით, 72 ხმით დაამტკიცა კანონპროექტი “ზოგადი განათლების შესახებ”, რომლის მიხედვით საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.

კანონპროექტით, თუ 15 სექტემბერი დასვენების ან უქმე დღე იქნება, სწავლა დაიწყება შემდგომ სამუშაო დღეს. ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს განსხვავებული სასწავლო წლის დაწყების თარიღი კონკრეტულ შემთხვევებში.

გარდა ამისა, კანონპროექტი შეიცავს გარდამავალ ნორმას, რომლის შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი