ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე აცხადებს, რომ ცხინვალისგან განსხვავებით, რუსეთთან მიერთება არ სურთ

10 ივნისი, 2016 • 1470
აფხაზური მხარე აცხადებს, რომ ცხინვალისგან განსხვავებით, რუსეთთან მიერთება არ სურთ

“ცხინვალის მოტივები გასაგებია. ოსები – დაყოფილი ერია, მათი ნაწილი ამჟამად რუსეთში ცხოვრებს, ნაწილი- სამხრეთ ოსეთში. ამიტომაც არსებობს მიერთების სურვილი. ჩვენ სხვა სიტუაცია გვაქვს. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო გვინდა ვიყოთ და ამასთან, დიდი რუსეთის სანდო და ერთგული მოკავშირე. ჩვენ დავიმსახურეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და ამისთვის ათასობით მსხვერპლი გავიღეთ საუკეთესო შვილების სახით”.

ეს განცხადება აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დაგეგმილი რეფერენდუმის კომენტირებისას ჟურნალისტებთან გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას სპუტნიკ-აფხაზია იუწყება.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმი 2017 წლისთვის დააანონსა.

მასალების გადაბეჭდვის წესი