ახალი ამბები

17 მაისს დაკავებული ლგბტ აქტივისტების საქმის განხილვა განახლდა

10 ივნისი, 2016 • 1477
17 მაისს დაკავებული ლგბტ აქტივისტების საქმის განხილვა განახლდა

2016 წლის 17 მაისს საპატრიარქოსთან დაკავებული აქტივისტებისა და ერთი პირის საქმეზე სხდომა 9:30 წუთზე მოწმეთა დაკითხვით განახლდა. დღეს სასამართლო სხდომაზე პოლიციელებისა და აქტვისტების ჩვენებებს უნდა მოუსმინონ.

პირველ სხდომაზე განიხილავენ იმ პირის საქმეს, რომელიც აცხადებს, რომ არ მონაწილეობდა არც სტენსილების დახატვაში და არც პოლიციისთვის გაუწევია წინააღმდეგობა. იგი აცხადებს, რომ მანქანაში ელოდებოდა აქტივისტებს. ამ პირის საქმეზე უნდა დაიკითხოს 13 პოლიციელი და 4 აქტვისტი.

დღეს 5 აქტვისტის საქმე უნდა განიხილონ. პროცესები თანმიმდევრობითაა დანიშნული.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ გამოითხოვა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებიც შუქნიშნებზეა დამონტაჟებული, თუმცა შსს აცხადებს, რომ ისინი ტექნიკური მიზეზების გამო არ მუშაობდა.

საქმეზე პირველი სასამართლო ხსდომა 20 მაისს გაიმართა.

ლგბტ აქტივისტები 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღეს, ღამის 5 საათზე ორ ადგილას – საპატრიარქოსთან და რუსთაველის გამზირზე დააკავეს.

საპატრიარქოსთან დააკავეს 7 პირი, ხოლო რუსთაველის გამზირზე -3. აქტივისტებმა ასფალტსა და საპატრიარქოს ღობეზე სტენსილით დახატეს ცისარტყელას დროშა და “Fuck Homophobia and Transphobia”, რა დროსაც ისინი პოლიციამ დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი