ახალი ამბები

სახელმწიფო დროშის დღე

14 იანვარი, 2012 • 1882
სახელმწიფო დროშის დღე

სახელმწიფო დროში დღე თბილისში
სახელმწიფო დროში დღე თბილისში

დღეს საქართველოში პირველად აღინიშნება სახელმწიფო დროშის დღე. ამასთან დაკავშირებით თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს წინ, დაიდგა საქართველოს სახელმწიფო დროშის ბანერი, წარწერით – “14 იანვარი – სახელმწიფო დროში დღეა!”

მეტროს წინ შეიკრიბნენ ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩაში გამვლელებს ურიგებდმენ საქართველოს დროშებს.

აქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციისა და ამერიკის მეგობართა კლუბის ინიციატივით ჩატარდა. მათი თქმით, სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნის ტრადიცია უნდა დამკვიდრდეს საქართველოში.

საქართველოს სახელმწიფო დროშა – საქართველოს ეროვნული სიმბოლო გერბთან და ჰინთან ერთად– შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან. თავდაპირველად აღნიშნული ხუთჯვრიანი დროშა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული დროშა იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი