ახალი ამბები

მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივლებს

9 ივნისი, 2016 • 2145
მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივლებს

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივლებს., რადგან მას ცილი დასწამა.

ალეკო ელისაშვილმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ცილი დამწამა და ჩემი ღირსების შელახვისათვის მას შევხვდები სასამართლოში“, – დიმიტრი მოსულიშვილმა დღეს თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მოსულიშვილი ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი პოპულარობის მოპოვების მიზნით თავს უფლებას აძლევს თქვას, რაც ენაზე მოადგება და იძახოს ტყუილები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

გუშინ, 8 ივნისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა შუადღის“ ეთერში სტუმრად მყოფმა საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა რომ მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ცნობილი მექრთამეა, რომელმაც მარტო უჯრის გამოღება და დახურვა იცის. 

“მთავარი არქიტექტორი არის ცნობილი მექრთამე, მთელი არქიტერტურის სამსახური გაიხრწნა მექრთამეობით. ნებართვები გაიცემა კატასტროფული, დაუჯერებელი, ისეთი უკანონობები გაიცემა რომ ვერ იფიქრებ, რა შეიძლება იყოს. ჩაწყობა, ფულის მიტანა, ეს გაცოცხლდა. უჯრის გამოწევა, ჩადება, თვალის ჩაპაჭუნება. იმიტომაა ეს ნებართვები”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი