ახალი ამბები

იძულებითი ნარკოტესტირების მომხრე და მოწინააღმდეგე დეპუტატები

9 ივნისი, 2016 • 1282
იძულებითი ნარკოტესტირების მომხრე და მოწინააღმდეგე დეპუტატები

8 ივნისს პარლამენტმა განიხილა და მხარი არ დაუჭირა გოგა ხაჩიძის ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიზანია – პირის არანებაყოფლობითი ნარკოლოგიური შემოწმება მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდეს.

კანონპროექტი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე  41 ხმით  9-ის წინააღმდეგ ჩავარდა, მისაღებადკი 50 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. პარლამენტმა ასევე 27 ხმით 5-ის წინააღმდეგ ჩააგდო მისგან გამომდინარე ცვლილებები “პოლიციის შესახებ” კანონში.

იძულებითი ნარკოტესტირების გაუქმების წინააღმდეგ ხმა მისცეს: ვახტანგ ხმალაძემ [რესპუბლიკელები], თამაზ ჯაფარიძემ [ოცნება], ვლადიმერ აჩბამ [ოცნება], სოსო დანელიამ [ოცნება], მანანა კობახიძემ [ოცნება], ივანე კიღურაძემ [ოცნება], სერგო ხაბულიანმა [ოცნება], პაატა კვიჟინაძემ [ოცნება] და პაატა კიკნაველიძემ [მრეწველები].

ხოლო გაუქმებას მხარი დაუჭირეს: პავლე კუბლაშვილმა [უფრაქციო],  გიორგი მელაძემ [უფრაქციო], მურმან დუმბაძემ [უფრაქციო], ზურაბ ჯაფარიძემ [უფრაქციო], გელა სამხარაულმა [უფრაქციო], გიორგი ხაჩიძემ [უფრაქციო], გიორგი ფეიქრიშვილმა [დამ.მაჟორიტარები], იაშა შერვაშიძემ [დამ.მაჟორიტარები], ანზორ ბოლქვაძემ [დამ.მაჟორიტარები], გოჩა ენუქიძემ [დამ.მაჟორიტარები], მარიკა ვერულაშილმა [დამ.მაჟორიტარები], გურამ მისაბიშვილმა [დამ.მაჟორიტარები],  მირიან წიკლაურმა [ოცნება], პაატა ბარათაშვილმა [ოცნება], მალხაზ წერეთელმა [რესპუბლიკელები], თამარ ხიდაშელმა [რესპუბლიკელები], ფრიდონ საყვარელიძემ [რესპუბლიკელები], თამარ კორძაიამ [რესპუბლიკელები], თეიმურაზ ნერგაძემ [რესპუბლიკელები], ლევან ბერძენიშვილმა [რესპუბლიკელები], დავით ბერძენიშვილმა [რესპუბლიკელები] , დავით ონოფრიშვილმა [თავ. დემოკრატები], ვალერი გელაშვილმა [ოცნება], გელა გელაშვილმა [ოცნება], გუგული მაღრაძემ [ოცნება], კარლო კოპალიანმა [ოცნება], გედევან ფოფხაძემ [ოცნება], გოგი ქავთარაძემ [ოცნება], ზაქარია ქუცნაშვილმა [ოცნება], ნანა ყეინიშვილმა [ოცნება], გია ჟორჟოლიანმა [ოცნება], ირაკლი სესიაშვილმა [ოცნება], ოთარ ჩრდილელმა [ოცნება], დარეჯან ჩხეტიანმა [ოცნება], ენზელ მკოიანმა [უპარტიო დამ.], გოდერძი ბუკიამ [უპარტიო დამ], მალხაზ ვახტანგაშილმა [ფორუმი], გუბაზ სანიკიძემ [ფორუმი], გიორგი ხეჩინაშვილმა [ფორუმი], ანი მიროტაძემ [ფორუმი] და გიორგი კახიანმა [მრეწველები].

პლენარულ სხდომას არ ესწრებოდა “ნაციონალური მოძრაობა”. მათი თქმით, კორცხელის ინციდენტის შემკვეთების დასჯამდე საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ხოლო “თავისუფალი დემოკრატების” 8-წევრიანი ფრაქციიდან სხდომას მხოლოდ 1 დეპუტატი ესწრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი