ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრომ რეკლამაზე 509 060 ლარი დახარჯა

11 იანვარი, 2012 • 942
ჯანდაცვის სამინისტრომ რეკლამაზე 509 060  ლარი დახარჯა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოცილაური დაცვის სამინისტრომ 2011 წელს სარეკლამო მომსახურებაზე 509 060 ლარი დახარჯა.

საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით, აღნიშნული თანხა სამინისტროს მიერ სარეკლამო პოლიგრაფიული მასალის დიზაინის შემუშავებას, ბეჭდვის მომსახურებას, ბანერებისა და ბუკლეტების დამზადებას, საჭირო სარეკლამო ტელეპროდუქციის გავრცელების მომსახურების შესყიდვას და სარეკლამო -საინფორმაციო ვიდეო-აუდიო რგოლის დამზადებასა და საგაზეთო პუბლიკაციის გამოქვეყნების მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებულ თანხებზე დაიხარჯა.

2009 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოცილაური დაცვის სამინისტრომ რეკლამაზე 816 447 ლარი დახარჯა, ხოლო 2010 წელს სამინისტროს რეკლამის დამზადებასა და გავრცელებაზე ხარჯი არ გაუწევია.

მასალების გადაბეჭდვის წესი