ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სუს-ის ცნობით, ქარელის რაიონში საზღვრის აღმნიშვნელი ახალი უკანონო ბანერები დაამონტაჟეს

8 ივნისი, 2016 • 1596
სუს-ის ცნობით, ქარელის რაიონში საზღვრის აღმნიშვნელი ახალი უკანონო ბანერები დაამონტაჟეს

სუს-ის საინფორმაციო- ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, ირაკლი ბერაიას ინფორმაციით, “მიმდინარე წლის 6 ივნისს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული”.

ქართული მხარე აღნიშნულ ფაქტს მორიგ პროვოკაციულ ქმედებად აფასებს, “რომელიც მიმართულია ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას”.

ბანერების მონტაჟის საკითხი, უწყების ცნობითვე, 28 ივნისს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზე იქნება განხილული.

მასალების გადაბეჭდვის წესი