ახალი ამბები

რატიანის თქმით, გერმანული მოდელის განხილვაზე დასწრების საფუძველი ჯერ არ აქვთ

8 ივნისი, 2016 • 1256
რატიანის თქმით, გერმანული მოდელის განხილვაზე დასწრების საფუძველი ჯერ არ აქვთ

“ნაციონალური მოძრაობის წევრმა” სერგო რატიანმა განაცხადა, რომ პარტია იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს გერმანულ საარჩევნო მოდელს თუ იქნება საკმარისი ხმები პარლამენტში.

“ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ხმები არის დარბაზში თუ არა. ჩვენ გარდა ხმები არის თუ არა. უბრალოდ, თუ იმას ვთამაშობთ, რომ ვიღაცა უნდა მოვიდეს და დაფიქსირდეს რაღაც  რაოდენობა და არ გავიდეს, ეს აბსოლუტურად სხვა რამ არის”, – ამბობს რატიანი.

ასევე, რატიანი ამბობს, რომ ამ მიმართულებით პარტიის წევრები მუშაობენ და აქვთ კონსულტაციები გამართული საპარლამენტო ფრაქციებთან. რატიანის თქმით, ჯერჯერობით ვერ ხედავენ, რომ ხმების საკმარისი რაოდენობა არსებობს.

“ჯერჯერობით ამისი [დასწრების] საფუძველი არ არის”, – განაცხადა რატიანმა.

პარლამენტი ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელზე მომზადებულ კანონპროექტს პარასკევს, 10 ივნისს განიხილავს. შესაბამისი ინიციატივით “რესპუბლიკური პარტიის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით ბერძენიშვილმა პარლამენტის ბიუროს დღეს, 8 ივნისს, მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი