ახალი ამბები

დელ ბოსკე საქართველოს ნაკრებს დაცვაში კარგი თამაშის გამო აქებს

8 ივნისი, 2016 • 1069
დელ ბოსკე საქართველოს ნაკრებს დაცვაში კარგი თამაშის გამო აქებს

ეს იყო იმედგაცრუება. ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ ვერ შევძელით დაგვეძლია მათი დისციპლინირებული დაცვა. ჩვენ ვაფასებთ, რაც მათ გააკეთეს დაცვის თვალსაზრისით”, – ასე გამოუხმაურა ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე საქართველოსთან მარცხს.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე დელ ბოსკემ თქვა, რომ ესპანეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის თვალსაზრისით წინ შესანიშნავი გამოწვევა ელის და ამ მარცხმა გუნდი რელსებიდან არ უნდა გადააგდოს.

“ჩვენ ევროპის ჩემპიონატს ენთუზიაზმით და შიშის გარეშე ვხვდებით… არაფერი იცვლება”, – თქვა დელ ბოსკემ.

საქართველოს ნაკრებმა მადრიდში გამართულ ამხანაგურ დაპირისპირებაში ესპანეთი 0-1 დაამარცხა და თავის ისტორიაში ალბათ ყველაზე სენსაციური გამარჯვება მოიპოვა. ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა ჯაბა ჯიღაურის პასით.

მასალების გადაბეჭდვის წესი