ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

UNDP-მ აფხაზეთს ბზის შესაწამლი მოწყობილობა გადასცა

7 ივნისი, 2016 • 1543
UNDP-მ აფხაზეთს ბზის შესაწამლი მოწყობილობა გადასცა

UNDP-მ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მავნებელი მწერის წინააღმდეგ ბზის შესაწამლი მოწყობილობა გადასცა. ინფორმაციას აპსნიპრესი ავრცელებს.

ტექნიკა აფხაზურ მხარეს UNDP-ს წარმომადგენელმა, ნილ სკოტმა გადასცა.

აფხაზური მხარის წარმომადგენლის, საველი ჭითანავას განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ 2 წელია ებძრვიან მავნებელ მწერს, შედეგს ვერ მიაღწიეს, და იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული ტექნიკა რთულადმისაღწევ ადგილებში ვერ შევა, მას სხვა ადვილად მისადგომ ტერიტორიებზე გამოიყენებენ.

აღნიშნული ტექნიკა, აფხაზური მხარის ცნობით, გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით იყო შეძენილი.

ფოტო: აპსნიპრესი

ფოტო: აპსნიპრესი

მასალების გადაბეჭდვის წესი