ახალი ამბები

ივანიშვილი: ნაციონალებს საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნებათ

7 ივნისი, 2016 • 1205
ივანიშვილი: ნაციონალებს საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნებათ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტექნოპარკის ტერიტორიაზე ეროვნული მაუწყებლების ჟურნალისტებს ხვდება, სადაც მან ისაუბრა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პერსპექტივაზე მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

ივანიშვილმა განმარტა, თუ რატომ ახსენებს ხშირად თავის საჯარო გამოსვლებსა და წერილებში ნაციონალურ მოძრობას.

“პირველ რიგში, ანალიზს როცა აკეთებ, იმ ნიშნით ვახსენებთ ნაციონალურ მოძრაობას, რომ მათ ვედრებით ანალიზის დროს, წინა პერიოდს უნდა შევედაროთ. მეორე – ასეთი დარაზმული ოპოზიცია ჩვენ არა გვყავს, ამდენი საშუალებები აქვთ მიტაცებული, ბევრი მედია აქვთ და ამით გამოირჩევიან. ის ინსტრუმენტები, რაც დარჩა ნაციონალური მოძრაობას ნაძარცვიდან და ამით დომინირებენ სხვა პარტიებზე, ამიტომ გვიწევს მათი ხშირად ხსენება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ენმ “მიტაცემული მედიასაშუალებებით” ახერხებს დომინირებას სხვა ოპოზიციურ პარტიებზე:

“რეალურად მე სულაც არ ვაკნინებ სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ნაციონალურ მოძრაობას გაუჭირდება. დიდი ალბათობით, ის ვერ შეძლებს ძირითადი ოპოზიციური ძალა იყოს. დღევანდელი გადსახედიდან გეუბნებით, რომ მათ ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნებათ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა დღეს არ ისურვა სხვა ოპოზციურ პარტიებზე საუბარი. მისი თქმით,  ამ საკითხზე ცალკე ისაუბრებს სხვა ფორმატში.

მასალების გადაბეჭდვის წესი