ახალი ამბები

თბილისის მერიას ტექნიკური ხარვეზის გამო ინტერნეტი არ მიეწოდება

7 ივნისი, 2016 • 1061
თბილისის მერიას ტექნიკური ხარვეზის გამო ინტერნეტი არ მიეწოდება

თბილისის მერიის განცხადებით, თბილისის მერიაში ტექნიკური ხარვეზის გამო ინტერნეტი მიუწვდომელია. მათივე ცნობით, ამის გამო შეუძლებელია ცხელ ხაზთან დაკავშირება.

მერიის ცნობით, შეფერხებით მუშაობს მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება, თუმცა განცხადებები მაინც მიიღება.

გარდა ამისა, მერიის განცხადებით, ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემებია რაიონულ გამგეობებშიც.

განცხადების თანახმად, ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე მდებარე 25-ე ბაგა-ბაღში გამოცხადებული რეგისტრაცია, რომელიც დღეს, 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, ვერ მოხერხდება. მათივე ცნობით, რეგისტრაცია პარასკევს, 10 ივნისს, 12:00 საათზე განახლდება.

ნეტგაზეთს მერიის პრესსამსახურში განუმარტეს, რომ ეს შეფერხება არ უკავშირდება ინტერნეტპროვაიდერებს და მერიაში კონკრეტული მოწყობილობა გადაიწვა.

მერიის განცხადებით, ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი