ახალი ამბები

თბილისში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული დააკავეს

7 ივნისი, 2016 • 1053
თბილისში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული დააკავეს

შსს-ს ცნობით, თბილისში 6 ივნისს მომხდარი მკვლელობის ბარლდებით დააკავეს 36 წლის ბესიკ ო. გამოძიების ცნობით, მკვლელობაში ბრალდებულმა 6 ივნისს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, გარეკახეთის ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს, 1980 წელს დაბადებულ ეკატერინე ქ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ეკატერინე ქ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით).

მასალების გადაბეჭდვის წესი