ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე ესაუბრა

6 ივნისი, 2016 • 1605
გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა კანცლერს გერმანიაში მომხდარი წყალდიდობის დროს დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა, ასვეე საუბარი შეეხო ეროკავშირთნ ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას:

“ორი ქვეყნის ლიდერის საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია იყო. პრემიერ-მინისტრმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით და დროულად დასრულების მნიშვნელობას. ამ და სხვა საკითხებს ქართული და გერმანული მხარეები გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ,”- ვკითხულობთ პრემიერის ადმინისტარციის განცხადებაში.

გერმანულმა გამოცემამ Die Welt 5 ივნისს  სტატია გამოაქვეყნა საქართველოსთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შემოღების საკითხზე. სტატიაში აშნიშნულია, რომ გერმანიაში ამ საკითხისადმი წინააღმდეგობა იზრდება, რადგან ფედერალურ მთავრობას არ სურს გერმანიაში ორგანიზებული კრიმინალის ზრდა.

სტატიის ავტორი ციტირებს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელმაც ბუნდესტაგში  ისაუბრა იმის შესახებ, რომ უცხოეთიდან შემოსული კრიმინალური დაჯგუფებები მონაწილეობენ ბინების და მოქალაქეების ძარცვასა და ქურდობაში და ამ მხრივ, მინისტრის განცხადებით, ბოლო დროს განსაკუთრებული პრობლემები შექმნეს ქართველმა კრიმინალებმა და ამან გამოიწვია ვიზის ლიბერალიზაციის საკითხის მიმართ წინააღმდეგობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი