ახალი ამბები

მაისში ყველაზე მეტი ფული “ქართულ ოცნებას”, ბურჭულაძის პარტიასა და პატრიოტთა ალიანსს შესწირეს

6 ივნისი, 2016 • 1610
მაისში ყველაზე მეტი ფული “ქართულ ოცნებას”, ბურჭულაძის პარტიასა და პატრიოტთა ალიანსს შესწირეს

მაისში პოლიტიკურმა გაერთიანებებმა, ჯამში, 1 957 899.07 ლარის ოდენობის შემოწირულობები მიიღეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაისის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს შესწირეს. ამ თვალსაზრისით შედგენილ რეიტინგში მეორე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის ახალი პოლიტიკური პარტია [სახელმწიფო ხალხისთვის], ხოლო მესამეზე- გირჩი:

  1. მ.პ.გ. “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – 1 370 745 ლარი
  2. “პლატფორმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა-სახელმწიფო ხალხისთვის” – 266 407.72 ლარი
  3. პატრიოტთა ალიანსი – 113064.5 ლარი
  4. პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის – 81295.53 ლარი
  5. მ.პ.გ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 54049.32 ლარი
  6. მ.პ.გ. “თავისუფალი დემოკრატები” – 28000 ლარი
  7. ა.ა.ი.პ “გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის” – 26732 ლარი
  8. მ.პ.გ. “ჩვენი სამშობლო” – 11000 ლარი
  9. მ.პ.გ. “საქართველოს მშვიდობისათვის” – 2360 ლარი
  10. პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფალი საქართველო” – 2065 ლარი
  11. საქართველოს რესპუბლიკური პარტია – 1060 ლარი
  12. პოლიტიკური გაერთიანება “მემარცხენე ალიანსი” – 1000 ლარი
  13. საქართველოს კონსერვატიული პარტია – 120 ლარი

 

აპრილში ყველაზე მეტი ფული “პატრიოტთა ალიანსს”, “ოცნებას” და “გირჩს” შესწირეს.  2016 წლის პირველი სამი თვის [იანვარ-მარტი] განმავლობაში საქართველოში მოქმედმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა 428 476 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღეს ფიზიკური პირებისგან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს, რომ მიღებული თანხების თვალსაზრისით ლიდერობდა ახალი პოლიტიკური ცენტრი (გირჩი), მეორე ადგილზე პატრიოტთა ალიანსი იყო, ხოლო მესამეზე – კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის ორგანიზაცია “ბედნიერი საქართველოსთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი