ახალი ამბები

პარლამენტარი დიასამიძე არჩევნების დანიშვნას მაისში ითხოვს

26 დეკემბერი, 2011 • 1099
პარლამენტარი დიასამიძე არჩევნების დანიშვნას მაისში ითხოვს

ფრაქცია “ერთიანი საქართველოს” წევრ თამაზ დიასამიძის განცხადებით,  კონსტიტუციის მოქმედი ნორმებით და სამართელბრივი ვითარებით, საპარლამენტო არჩევნების გამართვის კონსტიტუციური ვადა 2012 წლის მაისია, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების – 2013 წლის იანვარი.

მისი თქმით, 2008 წლის მაის-ივნისში არჩეულ პარლამენტს მორიგი არჩევნების ჩატარების თარიღად დადგენილი აქვს  2012 წლის ოქტომბერი, შედეგად 4 წლით არჩეულ პარლამენტს  უფლებამოსილების ვადა უკანონოდ უგრძელდება 6 თვით, ხოლო 2008 წლის იანვარში არჩეულ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა უკანონოდ უგრძელდება 10 თვით– 2013 წლის ოქტომბრამდე.

დიასამიძე მიმართავს ფრაქცია “ერთიანი საქართველოს” ლიდერს პეტრე ცისკარიშვილს, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს პრეზიდენტს, გააუქმონ ხელისუფლების გადამეტებით მიღებული გადაწყვეტილებები  საპარლამენტო და საპრეზიდენტო ვადების უკანონოდ განსაზღვრის თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი