ახალი ამბები

იუსტიციის სახლი – წლის საუკეთესო ახალი ბრენდი

23 დეკემბერი, 2011 • 1359
იუსტიციის სახლი – წლის საუკეთესო ახალი ბრენდი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ახალი პროექტი-იუსტიციის სახლი წლის საუკეთესო ახალი ბრენდად დასახელდა.

წლის გამარჯვებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი ”ქართული ბრენდის დღე”  საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ”პროფილის” ორგანიზებით მეცხრედ გაიმართა.

გამარჯვებულები სულ 5 ნომინაციაში გამოვლინდა: ”ლიდერი”, ”რეპუტაცია და ნდობა,”წარმატებული ახალი სახელი” “წარმატებული ტელეპროექტი”, ”ბრენდ პერსონა”

იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სამოქალაქო რეესტრის  სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის სერვისები სისტემურად არის გაერთიანებული.

საქართველოში პირველი იუსტიციის სახლი ბათუმში 2011 წლის 26 მაისს გაიხსნა. ამჟამად  იუსტიციის სახლები ფუნქციონირებს რუსთავში, მესტიასა და ქუთაისში. თბილისის იუსტიციის სახლის გახსნა 2012 წელს იგეგმება.

სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო კომპანიების გამოსავლენად ეკონომიკის, პიარის, მარკეტინგისა და რეკლამის ექსპერტებმა  ქართული ბაზარი შეისწავლეს და არაერთი კველვა ჩაატარეს. საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება მიეცა საქართველოს ყველა მოქალაქეს. ინტერნეტპორტალზე www.georgianbrand.ge ნებისმიერ მსურველს შეეძლო,  გასცნობოდა კომპანიების რეიტინგს და  მონაწილეობა მიეღო ხმის მიცემის პროცედურაში.

”ქართული ბრენდის დღეს” 2003 წელს ჩაეყარა საფუძველი. პირველი ღონისძიება სალონური ტიპის გახლდათ და მხოლოდ ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი