ახალი ამბები

ოთხი პარტია “ქართუ ჯგუფისგან” ფინანსდება

23 დეკემბერი, 2011 • 1267
ოთხი პარტია “ქართუ ჯგუფისგან” ფინანსდება

დღეს მთავარმა პროკურატურამ დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილს მოთხოვნაზე, თუ რომელი პარტია ვისგან ფინანსდება, პარლამენტს 2011 წლის ნოემბერ–დეკემბერში დაფინანსების ნუსხა გადაუგზავნა.

ოთხი პარიტიის დაფინანსება შემდეგნაირია:   

პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფალი დემოკრატების” დაფინანსება: 100-100 000 ლარი მიიღეს ბანკი “ქართუსგან”; სს “ქართუ ჯგუფისგან”; შპს “ფინსერვისისგან”; შპს “ინტერკონსტალტინგი პლუსისგან”; შპს “ელიტა ბურჯისგან”; შპს “ქართული მენეჯმენტისგან”; შპს “ქართული ჰოლდინგისგან”, ხოლო დეკემბერში “თავისუფალმა დემოკრატებმა” 100 000-100 000 ლარი შპს “კალა კაპიტალის” და შპს “კოლხეთისგან” მიიღეს.

პოლიტიკური გაერთიანება “ხალხის პარტიის” დაფინანსება მიღებული აქვს შემდეგი კომპანიებიდან: სს “ბანკი ქართუ” – 100 000 ლარი; შპს “ფინსერვის-21” – 100 000 ლარი; შპს “ფინსერვისი” – 100 000 ლარი; შპს “ელიტა ბურჯი” – 100 000 ლარი, შპს “ქართუ ჯგუფი” – 100 000 ლარი; შსპ “ქართუ მენეჯმენტი” – 100 000 ლარი; შპს “ინტერკონსალტინგი პლუსი” – 100 000 ლარი; შპს “კალა კაპიტალი” – 100 000 ლარი, შპს “კოლხეთი” – 100 000 ლარი;

“კონსერვატიული პარტია” – შპს “კომპლექს-სერვისი” – 100 000 ლარი; სს ბანკი “ქართუ” – 100 000 ლარი; შპს “ბურჯი” – 100 000 ლარი; სს “ქართუ ჯგუფი” – 100 000 ლარი; შპს “ფინსერვისი” – 100 000 ლარი; შპს “ინტერკონსალტინგი პლუსი” – 100 000 ლარი; შპს “ქართუ მენეჯმენტი” – 100 000 ლარი; შპს “ელიტა ბურჯი” – 100 000 ლარი; შპს “ფინსერვისი-21” – 100 000 ლარი; შპს “კოლხეთი” – 100 000 ლარი; შპს “კალა კაპიტალი” – 100 000 ლარი. “კონსერვატიულმა პარტიამ” აღნიშნული დაფინანსება მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღო.

“საქართველოს რესპუბლიკურ პარტია” – მათ მიმდინარე წლის ნოემბერში მიიღეს – სს “ბანკი ქართუდან” – 100 000 ლარი; შპს “ბურჯი” – 100 000 ლარი; შპს “კომპლექსერვისი” – 100 000 ლარი; სს “ქართუ ჯგუფი” – 100 000 ლარი; შპს “ბურჯი” 100 000 ლარი; შპს “ფინსერვისი” – 100 000 ლარი; შპს “ინტერკონსტალტინგი პლუსი” – 100 000 ლარი; შპს “ელიტა ბურჯი” – 100 000 ლარი; შპს “ქართუ მენეჯმენტი” – 100 000 ლარი, შპს “ქართული ჰოლდინგი” – 100 000 ლარი. რაც შეეხება “რესპუბლიკური პარტიის” მიერ დეკემბერში მიღებულ დაფინანსებას; მათ მიმდინარე წლის დეკემბრში შპს “კალა კაპიტალისგან” და შპს “კოლხეთისგან” 100 000-100 000 ლარი მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი