ახალი ამბები

“რუსთავი 2” ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს პირობებს არ დათანხმდა

4 ივნისი, 2016 • 1479
“რუსთავი 2” ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს პირობებს არ დათანხმდა

ტელეკომპანია “რუსთავი 2” ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზებას ინტერვიუსთან დაკავშირებით უარით პასუხობს. ტელეკომპანიის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მათთვის მიუღებელია ინტერვიუს პირობები და ტელევიზიას ივანიშვილისათვის გადაცემა “არჩევანის” დროის დათმობა შეუძლია.

თუმცა თანამშრომლობაზე თანახმაა ტელევიზია “ტაბულა”, რომელმაც ასევე მიიღო შეთავაზება ივანიშვილისაგან. ინფორმაციას ამის შესახებ არხის ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს.

ბიძინა ივანიშვილმა 3 ივნიის განაცხადა, რომ მზად არის შეხვედეს ექსპერტებსა და კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს გარკვეული პირობების სანაცვლოდ, თუ ამის სურვილი ექნებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი