ახალი ამბები

ანონსი- 4 ივნისი, 2016

3 ივნისი, 2016 • 1265
ანონსი- 4 ივნისი, 2016

გთავაზობთ 4 ივნისს საქართველოში დაგეგმილი მოვლენების ანონს:


 10:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ტექნოპარკშ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ამერიკელ პროფესორებსადა ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის დისციპლინებით დაინტერსებულ აბიტურიენტებს შეხვდება და სამეცნიერო STEM აკადემიას გახსნილად გამოაცხადებს


 

12:00 საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წარმომადგენლები საპასუხო ბრიფინგს გამართავენ იძინა ივანიშვილის განცხადებაზე საყდრისთან დაკავშირებით, რომელიც მან 2 ივნისს რადიო “თავისუფლების” დასაზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივ გადაცემა ინტერview- ში გააკეთა. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მაღაროს ღირებული ნაწილი გადარჩენილია და მალე უნიკალურ მუზეუმში განთავსდება. ბრიფინგი პრაიმტაიმის პრესკლუბში გაიმართება.


12:00 “მემარცხენე ალიანსის” ლიდერები პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეიკრიბებიან და არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. პარტიის ლიდერები ხვალ ასევე გამოაქვეყნებენ საარჩევნო ლოზუნგს. მის.: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. (მე-9 საავადმყოფოსა და თურქეთის საელჩოს შორის)


13:00 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამხცე – ჯავახეთს ეწვევა . სამცხე-ჯავახეთში აღდგენილი “ხიზაბავრის მესხური ტერასების” ტერიტორიაზე უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების პროცესი იწყება.  ვაზის პირველ ნერგებს, ასპინძის რაიონში, მესხური ტერასების ტერიტორიაზე, გიორგი კვირიკაშვილი, მესხური ტერასების პროექტის დამფუძნებლები – მამუკა ხაზარაძე,  ბადრი ჯაფარიძე და „ვარძიის ტერასების“ დირექტორი გიორგი ნათენაძე ჩაყრიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვარძიასაც ესტუმრება და კლდეში ნაკვეთი კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნობა.


 

14.00 საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გიწვევთ ეთნოგრაფიული მუზეუმის დაარსებიდან 50 და გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 125 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე. ღონისძიების ფარგლებში გაიხსნება გამოფენა „ქართველ დიდგვაროვანთა საქორწილო ტანსაცმელი“ და აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას გორელიეფი. ასევე, დამთვალიერებელი გაეცნობა მხატვარ ეთნოგრაფის ნ. ბრაილაშვილის ნაშრომების გამოფენას და თვითნასწავლი მხატვრის ჯ. სვანიძის გობელენის ნამუშევრებს. მისამართი: გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ. კუს ტბის გზა #1.


19:00 ბორჯომის იუსტიციის სახლის საზეიმოს გაიხსნება.  ოფიციალურ სტუმრებთან ერთად ცერემონიალზე დასწრება ყველა ბორჯომელსა და ქალაქის სტუმარს შეუძლია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი