ახალი ამბები

ბაქრაძე დიპლომატიურ კორპუსთან საარჩევნო კოდექსს განიხილავს

21 დეკემბერი, 2011 • 1291
ბაქრაძე დიპლომატიურ კორპუსთან საარჩევნო კოდექსს განიხილავს

ხვალ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება. როგორც ბაქრაძემ განაცხადა, დიპლომატებთან შეხვედრის მთავარი სასაუბრო საკითხი საქართველოს საარჩევნო კოდექსი იქნება.

”შეხვედრის მთავარი ამოცანაა, კიდევ ერთხელ დაწვრილებით გავიაროთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და მოვისმინოთ მათი პოზიცია, ეს არის აბსოლუტურად ღია პროცესი.”

ბაქრაძის განცხადებით, ხვალინდელ შეხვედრაზე დიპლომატიურ კორპუსს ექნება საშუალება, დარწმუნდეს, რომ ქართულმა მხარემ და საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა გაითვალისწინა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ღია და გახსნილი შეხვედრები არა მხოლოდ დიპლომატიურ კორპუსთან, არასამთავრობო სექტორთან და ოპზიციურ პარტიებთანაც მიმდინარეობს:

”ამ ყველაფრის მიზანია, რომ საქართველოს ახალი კოდექსი იყოს ნამდვილად ევროპული, დემოკრატიული და შეთანხმებული ყველა დაინტერესებულ მხარესთან”-განაცხადა ბაქრაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი