ახალი ამბები

დღეს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს კანდიდატებს უყრის კენჭს

3 ივნისი, 2016 • 1263
დღეს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს კანდიდატებს უყრის კენჭს

დღეს, 3 ივნისს, პარლამენტი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს: ანა დოლიძეს, თამარ ლალიაშვილსა და ნონა თოდუას უყრის კენჭს. კომიტეტებმა კანდიდატებს ჯერ კიდევ აპრილში მოუსმინეს, თუმცა პარლამენტის გადატვირთული დღის წესრიგის გამო კენჭისყრა აქამდე არ ჩატარებულა.

“როცა საუბარია სასამართლო სისტემის გაძლიერებაზე, როცა უამრავი კითხვის ნიშანი ისმის სასამართლოს სისტემის მიმართ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლოში კვალიფიციური კადრების ყოფნას. დღეს პარლამენტს შესაძლებლობა ეძლევა, რომ მხარი დაუჭიროს პრეზიდენტის წარმოდგენილ კვალიფიციურ კანდიდატებს და ამით მხარი დაუჭიროს სასამართლო სისტემის გაძლიერებას,” – განაცხადა გიორგი აბაშიშილმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

4 მაისს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აუცილებელი იყო, პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები მათთან გაევლო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი