ახალი ამბებისაზოგადოება

ახალგაზრდები ნაკლებად ჰომოფობიურები არიან- ახალი კვლევა

2 ივნისი, 2016 • 2062
ახალგაზრდები ნაკლებად ჰომოფობიურები არიან- ახალი კვლევა

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სქესი, ასაკი და საცხოვრებელი ადგილი გავლენას ახდენს ჰომოფობიურ განწყობებზე.

კვლევის მიხედვით, თბილისში უფრო ნაკლებად ჰომოფობიური განწყობაა, ვიდრე სოფლის, ან სხვა ქალაქებში მცხოვრებ გამოკითხულებს შორის.

გამოკითხულთა განწყობა ჰომოსექსულობის მისაღებობაზე რეგიონის მიხედვით. wisg-ის კვლევა

გამოკითხულთა განწყობა ჰომოსექსულობის მისაღებობაზე რეგიონის მიხედვით. wisg-ის კვლევა

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხული კაცები უფრო მეტად არიან ჰომოფობიური, ვიდრე – ქალები.

გამოკითხულთა განწყობა ჰომოსექსულობის მისაღებობაზე სქესის მიხედვით. wisg-ის კვლევა

გამოკითხულთა განწყობა ჰომოსექსულობის მისაღებობაზე სქესის მიხედვით. wisg-ის კვლევა

ასევე, კვლევის მიხედვით, ასაკი გავლენას ახდენს გამოკითხულთა განწყობებაზე ჰომოსექსულობის მიმართ.

გამოკითხულთა განწყობა ჰომოსექსულობის მისაღებობაზე ასაკის მიხედვით. wisg-ის კვლევა

გამოკითხულთა განწყობა ჰომოსექსულობის მისაღებობაზე ასაკის მიხედვით. wisg-ის კვლევა

კვლევისას გამოიყენეს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები, სამიზნე ჯგუფი იყო საქართველოს მოსახლეობა 18 წლიდან 65 წლამდე. გამოკითხეს 2 000 მოქალაქე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, სტრუქტურირებული კითხვარით. კვლევის ცდომილება არის 2.2%, 95%-იანი სანდოობის დონეზე.

კვლევა სახელწოდებით “წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე” ჩაატარა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა. კვლევის პრეზენტაცია დღს, 2 ივნისს შედგა.

მისი მიზანი არის საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულებების კვლევა ლგბტ ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ.

ანგარიში მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს პროექტის ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი