ახალი ამბებისამართალი

შოთაძე: პროკურატურაში ნათია გუჯაბიძის წინააღმდეგ განცხადება არ შესულა

2 ივნისი, 2016 • 1601
შოთაძე: პროკურატურაში ნათია გუჯაბიძის წინააღმდეგ განცხადება არ შესულა

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურატურა დევნის სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი კოლეგიის მოსამართლეს, ნათია გუჯაბიძეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ეს განცხადება მათავარმა პროკურორმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძებაზე გააკეთა.

“არასდროს საქართველოს პროკურატურაში არანაირი განცხადება, არანაირი საჩივარი მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ არ შემოსულა. შესაბამისად, არანაირი გამოძიება, მით უმეტეს, არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს, ეს არის ცალსახა ტყუილი. ყოველთვის არის შესაძლებელი, ვიდრე ინფორმაცია გავრცელდება, ჩვენთან ამ ინფორმაციის გადამოწმება. არავის არ გადაუმოწმებია ეს ინფორმაცია. აშკარა არის, რომ გუშინდელი ინფორმაციის გავრცელების მიიზანი, რომელიც ეხებოდა საქართველოს პროკურატურას, ვითომდა ჩვენ დევნას ვახორციელებთ მოსმაამართლე გუჯაბიძის მიმართ, არის აშკარად მიზანმიმართული დისკრედიტაცია, პროკურატურისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა,”- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონფიდენციალური წყაროსგან მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2014 წელს  თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძე “თაღლითობაში იყო შემჩნეული” და პროკურატურის მიერ იდევნებოდა.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება გახდა ცნობილი. ნათია გუჯაბიძე, ჩვენი ინფორმაციით, იდევნება თაღლითობისთვის პროკურატურის მიერ. 2014 წელს მას სახელმწიფოს მხრიდან გამოეყო სახსრები. მან განაცხადა, რომ არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი თბილისში და სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებისთვის სჭირდებოდა ანაზღაურება, რაც მიღებული პრაქტიკაა. აღმოჩნდა, რომ მას ეს სახლი ჰქონდა და ბინას ქირაობდა დედისგან. შესაბამისად, იგი ამ თანხებს ითვისებდა. ეს ცნობილი გახდა იუსტიციის საბჭოსთვის. იუსტიციის საბჭომ დაიწყო მოკვლევა. უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა, ჩვენი ინფორმაციით, მოითხოვა საქმის პროკურატურისთვის გადაცემა, თუმცა საბჭოს ახლად დანიშნულმა წევრებმა ამას მხარი არ დაუჭირეს, რადგან გუჯაბიძე ყოველთვის ასოცირდებოდა წულუკიანის გუნდთან და ძაღლმა ძაღლის ტყავი არ დახია. არათუ პროკურტაურაში გადაგზავნაზე ეთქვათ უარი, არამედ სადისციპლინო დევნაზეც  და სადისციპლნო კოლეგიას არ გაეგზავნა ეს საქმე. ნათია გუჯაბაძიეს მხოლოდ სარეკომენდაციო ბარათი აკმარეს, რითიც დგინდება, რომ დადასტურებულად ჩაითვლა ის ფაქტი, რომ გუჯაბიძე, როგორც მინიმუმ, ცრუობდა, მაგრამ სამართლებრივად თუ ვიტყვით, როგორც მინიმუმ, თაღლითობდა და ფლანგავდა სახელმწიფო ქონებას. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა ფლობს ამ ინფორმაციას,”- განაცხადა გვარამიამ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი