ახალი ამბებიეკონომიკა

1 ივნისიდან საგადასახადო კოდექში ცვლილებების შესახებ კანონი ამოქმედდა

2 ივნისი, 2016 • 2008
1 ივნისიდან საგადასახადო კოდექში ცვლილებების შესახებ კანონი ამოქმედდა

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 1 ივნისიდან ძალაში შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონი, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმასა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს ითვალისწინებს.

ცვლილებების შედეგად:

  • საგადასახადო დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით;
  • დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალებების იმპორტი განთავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან;
  • მოხდება 100 000-მდე გადამხდელისთვის უიმედო საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა – 2011 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და 2013 წლამდე დარიცხული საგადასახადო სანქციების ჩამოწერა ძირითადი თანხის გადახდის პირობით;
  • საგადასახადო კონტროლს განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო.

მოგების გადასახადის რეფორმა ძალაში შევა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან და მოგების გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება;

კანონი საგადასახადო კოდექსში ცვლილების შესახებ იხილეთ შემდეგ მისამართზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი