ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: თბილისში მილიონი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი ორმა პირმა მიითვისა

1 ივნისი, 2016 • 1187
საგამოძიებო სამსახური: თბილისში მილიონი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი ორმა პირმა მიითვისა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შპს „რეესტრ-კადასტრის“ დირექტორები, ი.ჩ. და დ.კ. ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დააკავეს,

“ბრალდებულებმა თანამზრახველთა დახმარებით დაამზადეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები და თაღლითურად დაეუფლნენ ქალაქ თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთს, რომლის ღირებულება ექსპერტის დასკვნის თანახმად შეადგენს 1 000 000 ლარს,”- ნათქვამია განცხდებაში

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება; თაღლითობა) რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 6-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

მასალების გადაბეჭდვის წესი