ახალი ამბები

საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში

31 მაისი, 2016 • 1349
საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერას უცხადებს.  როგორც საქართველოს პრემიერის პრესსამსახური იტყობინება, ამის შესახებ ფრანსუა ოლანდმა დღეს ბორდოში, გიორგი კვირიკაშვილთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, კვირიკაშვილმა შეხვედრისას დეტალურად ისაუბრა სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ტექნიკურ საკითხებზე და ხაზი გაუსვა საქართველოს დასავლური ვექტორისთვის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების პოლიტიკურ მნიშვნელობას, რაშიც ფრანსუა ოლანდმა გიორგი კვირიკაშვილს მხარდაჭერა აღუთქვა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი ექნება შესაბამის სამინისტროებთან, რათა სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე საფრანგეთის თანხმობა მოკლე დროში იქნას მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი