ახალი ამბები

ვერეს ხეობაში მარადმწვანე ხეები დარგეს სტიქიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად

31 მაისი, 2016 • 1698
ვერეს ხეობაში მარადმწვანე ხეები დარგეს სტიქიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად

დღეს, 31 მაისს, თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ვარაზის ხევისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე კუნძულზე 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მარადმწვანე ხეები დარგეს.

ილექსის ჯიშის 23 ხის დარგვაში მონაწილეობა თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად, დაღუპულთა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მიიღეს.

„13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა და დაკარგულთა სახელობის ხეები დავრგეთ. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ეს ადამიანები არასდროს დავივიწყოთ და აღნიშნული ტერიტორია იქნება კონკრეტული ადგილი, სადაც ყოველთვის მოვალთ და მოვიგონებთ მათ სახელებს,“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

13 ივნისის სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სწორედ მათი ხსოვნის პატივსაცემად ვერეს ხეობას 23 მარადმწვანე ხე შეემატა.

მასალების გადაბეჭდვის წესი