ახალი ამბები

17 მაისს საპატრიარქოსთან დაკავებული აქტივისტის პროცესი 20 ივნისამდე გადაიდო

30 მაისი, 2016 • 1176
17 მაისს საპატრიარქოსთან დაკავებული აქტივისტის პროცესი 20 ივნისამდე გადაიდო

დღეს, 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 17 მაისს საპატრიარქოს მიმდებარედ დაკავებული აქტივისტის სასამართლო პროცესი 20 ივნისამდე გადაიდო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროცესი 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო გადადების მიზეზი ის გახდა, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული აქტივისტი სხდომას ვერ დაესწრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ 5 სხვა აქტივისტისა და 1 ერთი პირის საქმეები განიხილება. შვიდივე მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღევვათ კოდექსის 150-ე (ქალაქის ისერსახის დამახინჯება) და 173-ე მუხლების (პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა) დარღვევაში ედავებიან.

დანარჩენი 6 პირის პროცესი 10 ივნისს არის გადადებული.

6 აქტივისტი და ერთი პირი 2016 წლის 17 მაისს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე მაშინ დააკავეს, როდესაც საპატრიარქოს ღობესა და ასფალტზე, ლგბტ თემატიკაზე შექმნილი სტენსილები დახატეს.

17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღე აღინიშნება. ლგბტ აქტივისტები აცხადებენ, რომ მათ არ მიეცათ საშუალება ესარგებლათ გამოხატვის თავისუფლებით და ჩაეტარებინათ აქცია რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია – მსვლელობა მოაწყო მრევლის ნაწილმა და ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი